Accentnews.ge
მდინარაძე ზახაროვას პასუხობს

მდინარაძე ზახაროვას პასუხობს

22/12/2022 12:55:33 პოლიტიკა

ზახაროვას განცხადება ბუნებრივი რეაქციაა იმ ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ჰააგაში დავა წააგო, – თვლის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის პრეს–სპიკერის შეფასებაზე, რომ „საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა“.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველომ თავისი სწორი, პატრიოტული, სამართლებრივად პოზიციით მიაღწია ჰააგაში წარმარტებას, თუმცა არ უღალატია მმართველი გუნდის პრაქტიკისთვის, ბრალდებები გაეჟღერებინა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით:

„ხომ არ იტყოდა [ზახაროვა], კარგია, ჰააგაში სასამართლო პროცესი რომ წავაგეთო. ეს განცხადება ბუნებრივი რეაქციაა იმ ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დავა წააგო, იმის მიუხედავად, რომ ქართველებმა, სააკაშვილის მეთაურობით, რეზოლუციის სახით ნაღმები ჩადეს, მაგრამ მცირეოდენი რისკიც კი არ გაგვიწევია და არ ვსაუბრობდით რეზოლუციის იმ ჩანაწერზე, სადაც უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა საკუთარ მოქალაქეებს დააბრალეს. ოკუპანტის ნარატივი გაატარეს და საკუთარ ქვეყანას ისე უღალატეს, რომ ნაღმი ჩადეს. უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, ომის დაწყება საკუთარ ჯარისკაცებს დააბრალეს და დღეს აქეთ გვედიდგულებიან. ეს ადამიანები არიან რადიკალური ოპოზიციის სათავეში. სინამდვილეში, საქართველომ თავისი სწორი, პატრიოტული, სამართლებრივად პოზიციით მიაღწია იმას, რომ ჰააგაში პროცესი მოვიგეთ. ეს ქართული სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვებაა“.

იხილეთ ასევე:

ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები

მამუკა ყურაშვილი: "გენერალ ბორისოვის გარდაცვალება არ დასტურდება, მაღალი ალბათობით, ის მიმალვაშია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S