Accentnews.ge
მამუკა ყურაშვილი: "გენერალ ბორისოვის გარდაცვალება არ დასტურდება, მაღალი ალბათობით, ის მიმალვაშია"

მამუკა ყურაშვილი: "გენერალ ბორისოვის გარდაცვალება არ დასტურდება, მაღალი ალბათობით, ის მიმალვაშია"

20/12/2022 19:45:23 კონფლიქტები

მამუკა ყურაშვილის განცხადებით, რუსული მხარის ინფორმაცია გენერალ ბორისოვის გარდაცვალების თაობაზე არ დასტურდება და მაღალი ალბათობით, ის შეცვლილი გვარ-სახელით მიმალვაშია.

ამის შესახებ ქართველმა გენერალმა ინგა გრიგოლიას ტელეგადაცემაში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

"ის, რომ ბორისოვი გამოაცხადეს გარდაცვლილად, ეს ფაქტი არ დასტურდება, ეს მხოლოდ რუსებს აქვთ ნათქვამი და მეტი არაფერი. ამის მტკიცებულებები არავის უნახავს, არც ჩვენ გაგვაჩნია. არსებობს ვარაუდი, რომ ბორისოვი უბრალოდ მიმალვაშია გადაკეთებული სახელითა და გვარით" - განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე აზრით, ეთნოწმენდის ჩამდენ და ხელშემწყობ პირთა სია გაცილებით ვრცელია და მათ დასასჯელად ქართულმა მხარემ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს. "თუ ქართული მხარე ამას არ მოითხოვს, ამაზე ყურადღებას აღარავინ გაამახვილებს" - დასძინა ყურაშვილმა.

ცნობისთვის: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ქერიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საგამოძიებო ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა. საქმე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

გამოძიებამ გამოკვეთა მხოლოდ სამი ბრალდებული, რომლებიც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მკვიდრები არიან. დაკავების ორდერები გაცემულია, კერძოდ, მიხეილ მაირამის ძე მინძაევზე, ჰამლეტ გუჩმაზოვზე და დავით გიორგის ძე სანაკოევზე. ბრალდებულთა სასამართლოს წინაშე წარსადგენად მუშაობა გრძელდება. დასკვნაში საუბარია ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის "სავარაუდო როლზე".

იხილეთ ასევე: ჰააგამ აგვისტოს ომის საქმის გამოძიება სამი ოსი ბრალდებულისა და აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის "სავარაუდო როლის" გამოკვეთით დაასრულა

2008 წლის ომი: ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S