Accentnews.ge
აფეთქებები ენგელსში: გამოჩნდა რუსეთის სტრატეგიული აეროდრომის სატელიტური ფოტოები

აფეთქებები ენგელსში: გამოჩნდა რუსეთის სტრატეგიული აეროდრომის სატელიტური ფოტოები

30/12/2022 11:00:40 ევროპა

26 და 29 დეკემბერს დრონებით შესაძლო თავდასხმის შედეგად რუსეთის ავიაბაზა ენგელსზე აშკარა დაზიანება არ ფიქსირდება, თუმცა საგრძნობლად შემცირდა რუსული ავიაციის აქტივობა ქალაქში,– იუწყება РБК–უკრაინა The Drive-ზე და The War Zone-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით.

არსებული ცნობებით, რუსეთის სიღრმეში მდებარე ავიაბაზაზე მესამე შეტევის თაობაზე 29 დეკემბერს იტყობინებოდნენ. მანამდე თავდასხმის შემსახებ განაცხადეს 26 და 5 დეკემბერს, თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, The War Zone–ს მიერ ხუთშაბათს მოპოვებული სატელიტური ფოტოები არ აჩვენებს ბაზაზე აშკარა დაზიანებას, განთავსებულია რუსული სტრატეგიული ავიაცია. თუმცა, სატელიტური ფოტოები აჩვენებენ რუსული საჰაერო აქტივობის მნიშვნელოვან შემცირებას ენგელსში.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ფოტოები მოწმობს, რომ ენგელსის ბაზაზე უკრანის შეტევის განმეორებამ და ცივი ამინდების დაწყებამ გამოიწვია აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება: ბაზაზე 11 ბომბდამშენი ჩანს, რაც ჩამორჩება წინა დღეების მაჩვენებლებს.

გარდა ამისა, როგორც აღნიშნავენ, ენგელსში ინტენსიური თოვაც მიუთოთებს ზოგიერთი თვითმფრინავის უმოქმედობაზე: ხუთი Tu-95 Bears–დან ერთი გაწმენდილია ყინულისგან, დანარჩენი ოთხი თოვლითაა დაფარული. კიდევ ორი Tu-160 Blackjack ბომბდამშენი ასევე თოვლითაა დაფარული, თუმცა ერთ-ერთ მათგანს მაინც აქვს ნიშნები იმისა, რომ საქარე მინა თოვლისგან გაწმინდეს.

ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე მომხდარი ინციდენტები მიუთითებს რუსეთის სირთულეებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაფაროს ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი.

”რუსეთი დიდი ხანის განმავლობაში ძალიან ყურადღებით ეკიდებოდა სახმელეთო საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების შენარჩუნებას და ახლა სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მისთვის არ არის ადვილი, წინააღმდეგობა გაუწიოს საჰაერო საფრთხეებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. პირველი გამოწვევა რუსეთისთვის შეიძლება, იყოს უზარმაზარი საჭიროება თანამედროვე საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების, როგორიცაა Pantsir-S1, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს მთავარი როლი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ენგელსის მსგავსი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ზუსტი დაცვის გარდა, ეს სისტემები ახლა დიდი რაოდენობითაა საჭირო უკრაინის ფრონტის ხაზთან მდებარე საველე შტაბის დასაფარად“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.

იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S