Accentnews.ge
არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა

არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა

17/01/2023 09:18:21 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე განაცხადა.

”მინდა, ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა, რაც გადადგომას ნიშნავს,” - წერს არესტოვიჩი.

მან ასევე გამოაქვეყნა განაცხადის ასლი, რომლითაც მიმართა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს.

14 იანვარს ანტივტოვიჩმა, „ფეიგინ –ლაივის“ ეთერში თქვა, რომ რუსული რაკეტა, რომელმაც გაანადგურა საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დნპერში, რასაც ბოლო მონაცემებით 44 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ის დაცემის შემდეგ აფეთქდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ცნობა. მათი თქმით, რაკეტით პირდაპირი დარტყმა განხორციელდა. არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა საკუთარი სიტყვებისთვის, თუმცა მის გამოსვლას უკრაინაში აღშფოთება არ ჩაუცხვრია – დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მისი გადაყენების მოთხოვნით. ამასთან, კონტრდაზვერვას მიმართეს, შეამოწმონ არესტოვიჩი ქვეყნის ღალატზე.

იხილეთ ასევე: რუსეთმა დნეპრში დაბალი სიზუსტის რაკეტა გამოიყენა – ბრიტანული დაზვერვა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S