Accentnews.ge
ლუკაშენკოსა და ბჟანიას შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გმობს

ლუკაშენკოსა და ბჟანიას შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი გმობს

21/02/2023 20:03:57 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

მინსკში ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრასსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მკაცრად გმობს“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა.

„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან".

ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა”, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

იხილეთ ასევე: "თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

"ოცნება" მოსკოვიდან ცუდი სიახლის მოლოდინში პასუხისმგებლობის ასარიდებლად ემზადება?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S