Accentnews.ge
შოლცი – პეკინს: "ნუ მიაწვდით იარაღს აგრესორ რუსეთს!“

შოლცი – პეკინს: "ნუ მიაწვდით იარაღს აგრესორ რუსეთს!“

02/03/2023 17:29:53 ევროპა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა, არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის და ზეწოლა განახორციელოს მოსკოვზე, რათა მან უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს.

გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას შოლცმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან, თუმცა მიესალმა მის მცდელობას ბირთვული დეესკალაციის კუთხით:

„პეკინის მიმართ ჩემი მესიჯი მკაფიოა: გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვზე და რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვეთ და ნუ მიაწვდით იარაღს აგრესორ რუსეთს“.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და მისი პარტნიორები განაგრძობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას იარაღითა და წვრთნით:

„პუტინი ფსონს დებს სამხედრო გამარჯვებაზე. მაგრამ ეს გამარჯვება არ შედგება მათ შორის იმიტომაც, რომ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას“.

პარალელურად, Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები თავის უახლოეს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ პეკინი სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს რუსეთს უკრაინაში ომისთვის.

იხილეთ ასევე: რა უნდა ჩინეთს უკრაინის ომში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S