ხუნდაძე: Gen Z-ს პატივისცემას ვუდასტურებ

10-03-2023 22:15:04 ციტატა

"მე მათ [Gen Z-ის] ვუდასტურებ პატივისცემას. ეს არის თაობა, ვისზეც ყველაზე მეტად ღირს ზრუნვა. ეს არის თაობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტი და ის, რომ ყველაზე მეტად უყვარდეს საკუთარი ქვეყანა, ჯერ საკუთარი ქვეყანა და მერე ყველა დანარჩენი. ევროპა რატომ არის ჩემთვის მიმზიდველი, იმიტომ, რომ იქ მეგულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, რომელიც დღეს თითქოს ცოტა არ ჰგავს იმას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. იმედი მაქვს ეს ყველაფერი დალაგდება. ომიც დასრულდება. ომს როგორც ჩანს, ცუდი გავლენა აქვს დემოკრატიაზე, რადგან წესები იქ იცვლება. ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება და ეს კვალი დაეტყო ევროპასაც და მის ღირებულებებსაც".

თქვა საქარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ "იმედის" ეთერში.

"ხალხის ძალა" დააინიცირა პარლამენტში და შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" მოიწონა ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული კანონპროექტი "აგენტების" შესახებ, რამაც განსაკუთრებით თბილისში გამოიწვია მასობრივი პროტესტი. 7 მარტს მოწონებული პროექტი 10 მარტს გაიწვიეს.

იხილეთ ასევე: "მენტალური რევოლუცია", "გაზრდილი ინტერესი და შანსი": "ცხელი" მარტი საქართველოში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები