გიული ალასანია - ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად, უპირებენ ციხეში დაბრუნებას

22-03-2023 22:07:08 პოლიტიკა ,საზოგადოება

"უპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, ადამიანი რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად და მძიმე მდგომარეობა", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ამას ყოველთვის რაღაც ბიძგი ჰქონდა

"მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. ადამიანი ავად არის, ძალიან სუსტად. რომელი ექიმი მოაწერს ხელს, რომ ის ჯანმრთელია?! ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილო არის. 47 დიაგნოზი აქვს, აქედან 3 უმძიმესი. მძიმე მეტალებით არის მოწამლული. დიდი ხანია, ამის ორგანიზმიდან გამოყვანაა საჭირო, მაგრამ ეს საკითხი არ დასმულა. მთელი ეს პერიოდი იმას ემსახურება, რომ როგორმე მოკლან ჩემი შვილი. მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. შიდა ექიმებიც [ამას ამბობენ]. ჩემს შვილს ტელეფონი არ აქვს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ, ძალიან შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც მისი ნახვა შეუძლია. დღეში 2-ჯერ მიმაქვს საკვები, რომ ამბობენ, თურმე არ მიმაქვს და მინდა მოვკლა. ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა, სხვები როგორ იკვებებიან დილით?! რატომ წარმოუდგენიათ, რომ მოწამლული ადამიანი განსაკუთრებულს უნდა ჭამდეს. ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს. საჭმელი არ შეუძლია, ამბობს: "არ გამაგონო". ადამიანი მოწამლულია" , - აღნიშნავს ალასანია.

„სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ რასაც უნდა ველოდებით ამ განცხადების შემდეგ, აქამდე ჩუმად წამლავდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, ახლა ღიად აპირებენ მის მოკვლას", - აღნიშნა მან.

ჩალაძის თქმით, „კლინიკის განცხადება არის პასუხი მოახლოებულ სანქციებზე და საერთაშორისო რეაგირებაზე, რაც იყო. მეორე, ეს არის ალიბის შექმნა, იმიტომ, რომ იციან პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და რაც შეიძლება გაქცევა უნდა კონკრეტულად „ვივამედს“ და ამ პრობლემისგან თავის არიდება. მესამე, ეს არის დასჯის მექანიზმი, ძალიან მკაცრი და პირდაპირ სასიკვდილოდ გადადება".

„ვივამედმა" შესაძლოა, კლინიკაში სააკაშვილის დაყოვნების მიზანშეწონილობის შეფასება მოითხოვოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები