
კადიროვი ამჯერად "უფლებების დაცვისთვის" დააჯილდოვეს
25/03/2023 09:29:08 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემხლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს „მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საქმეში გამოჩენილი სამსახურისთვის“, ჩეჩენი ხალხის „ეროვნული ინტერესების საკითხებში მამაცობისა და პრინციპულობის გამოჩენის, ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და მოვალეობისადმი ერთგულების გამო“ დაჯილდოვდა. მედალი მას ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა გადასცა.
ანალოგიური მედალი გადაეცა რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტს აიმან კადიროვას (რამზან კადიროვის დედას) და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს ახმატ-ჰაჯი კადიროვს (რამზან კადიროვის მამას, გარდაცვალების შემდეგ).
კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. მას არაერთხელ დასდეს ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევაში როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უფლებადამცველები კადიროვს აკისრებენ პასუხისმგებლობას ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში.
ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს კადიროვის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.
იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში
ერთი ოჯახის ტრაგედია კადიროვის რეჟიმის პირობებში გროზნოში გამართული აქციის შემდეგ