Accentnews.ge
რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალვას

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალვას

31/03/2023 18:36:30 კავკასია

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს კრძალვას.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსელხოზნადზორმა“ თავდაპირველად 28 მარტს განაცხადა, რომ სომხური რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იყენებენ „ირანული წარმოების რძესა და სხვა ნედლეულს, რაც რუსეთში აკრძალულია“.

უწყების განცხადებით, რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტით რისკავს რუსულ ბაზარზე „დაბალი ხარისხისა და საფრთხის შემცველი პროდუქტების“ შეტანას სომხეთში მწარმოებელ კომპანიებზე სახელმწიფოს „არასაკმარისი ზედამხედველობის“ გათვალისწინებით.

„როსელხოზნადზორის“ 31 მარტით დათარიღებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციასთან მოლაპარაკებები „არადამაკმაყოფილებელი შედეგებით“ დასრულდა და ამის შემდეგ მიმართა სომხეთის სახელმწიფო მარეგულირებელს რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის შეჩერების მოთხოვნით.

შეზღუდვა 5 აპრილიდან ამოქმედდება.

თავის მხრივ, ერევანში ბრალდებები უარყვეს.

"რეალურად, რუსულმა ინსპექციამ ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ნორმებს არღვევს და საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩვენი უწყება სისტემატიურად სათანადო დონეზე ახორციელებს შესაბამის კონტროლს" - განაცხადა სომხეთის სასურსათო უსაფრთხოების საინსპექციო სამსახურის ხელმძღვანელმა ანუშ არუთუნიანმა და იქვე დასძინა, რომ ირანული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, რომელიც მოხმარებისთვის სრულიად უსაფრთხოა, სომხურ ბაზარზეც რეალიზდება.

"რუსული რიტორიკა პროდუქციის ხარისხის შესახებ უფრო პოლიტიკურ ელფერს ატარებს", - მიიჩნევს სომხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის" ხელმძღვანელი ბაბკენ პიპოიანი, რომლის აზრით, "ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ელემენტის არდანახვა უბრალოდ შეუძლებელია".

2022 წელს, დასავლეთის სანქციების ფონზე, სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი გასამმაგდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის ფონზე, სომხეთის ეკონომიკა გასულ წელს 12.6%-ით გაიზარდა.ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის მიუხედავად, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაძაბულია. რამდენიმე დღით ადრე კი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჰააგის სისხლის სამართლის იმ საერთაშორისო სასამართლოს მოქმედების განმსაზღვრელ "რომის სტატუტის" რატიფიცირების თანხმობა გასცა, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა.

იხილეთ ასევე: სომხეთის მორიგი სიურპრიზი პუტინს და საქართველო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S