
აშშ–მა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს $500 000 ღირებულების ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა
28/04/2023 11:44:49 პოლიტიკა, საზოგადოება
აშშ–მა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს $500 000 ღირებულების ტექნიკა და აღჭურვილობა გადასცა.
"საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა გადავეცით. მათ შორის: სინათლის კოშკები ღამის ოპერაციებისთვის, წყლის ტუმბოები და ზურგჩანთები მაღალმთიან რეგიონებში ხანძრის ჩასაქრობად და კომპიუტერები გადაუდებელი ოპერაციების ცენტრისთვის.აღნიშნული დახმარება ნაწილია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმდინარე მხარდამჭერი პროექტებისა, რომლის საერთო ღირებულებაც $500 000 დოლარია. შეერთებული შტატები ერთგულად აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ განამტკიცოს ქვეყნის მზაობა საგანგებო სიტუაციებისთვის", – აცხადებს საქართველოში აშშ–ის საელჩო.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021