Accentnews.ge
გიორგი ბარამიძე: "მელიას მოვუწოდებ, პარტიიდან წავიდეს და თავისი ოჯახი ააშენოს"

გიორგი ბარამიძე: "მელიას მოვუწოდებ, პარტიიდან წავიდეს და თავისი ოჯახი ააშენოს"

27/07/2023 09:01:38 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას ენმ-ის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"მოვუწოდებ, რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული, თავისი ოჯახი ააშენოს ღმერთმა ხელი მოუმართოს, თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს, სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა იმითი, რომ უკეთესი იყოს და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სანამ 2021 წლის ამბებს დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი მაშინ რატომ არ თქვა ამის თაობაზე, თუ ასეთ სიმართლის მთქმელ იყო, რატომ ჩაიგუბა პირში წყალი მაშინ, მე ეს არ ვიცოდი, ჭურში იჯდა მანამდე?! მე ეს არ ვიცოდი. მე ნიკას ვეკითხები, ახლა გაიგე ნიკა ეგ ამბავი?", - განაცხადა ბარამიძემ.

მოგვიანებით, ბარამიძეს ნიკა მელია გამოეხმაურა და იგი უპრინციპულობაში დაადანაშაულა:

„ძალიან სამწუხაროა, ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება, როგორ შეიძლება ხუნდებოდეს პრინციპები და იდეალები. ჭაობის პრინციპი ისაა, რომ რაც მეტს იმოძრავებ უფრო ჩაეფლობი, პოლიტიკური კორუფციის ჭაობიც ზუსტად ასეთია; ვუყურებთ გია ბარამიძეს და ვხედავთ ფაქტების დამახინჯებასა და ყველაფრის “გაპრავებას” პარტიის ინტერესის სახელით. უბრალორ ვერ ვხვდები, როდის მერე გახდა გიასთვის ნორმა, ან რატომ ჰგონია რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ყველაფრის იაფფასიანი გაპრავებით „ახლა ერთობაა მნიშვნელოვანი” და პუტინისტ ბერძენიძეებთან და ინჯიას მეგობარ გოროზიასთან ერთად, ან მეტ ნდობას დაიმსახურებს ან როდისმე რამეს მოიგებს. ვუთხარი ერთხელ დამპალი და დაჭიანებული დროშის ტარი შეგრჩება ხელშითქო. [...] გოროზიასა და ფრიდონ ინჯიას შორის პოლიტიკური კორუფციის შესახებ მე 2021 წლის არჩევნების შემდეგ გავიგე, როცა მარტვილში კოალიცია შეუკრა ზაზა გოროზიამ ოცნებას. კარგად გაიხსენეთ რა დრო იყო მაშინ, მიშა ჩამოსული და დაჭერილი… გაიხსენეთ რა ტურბულენციაში მომიხდა თავმჯდომარეობა, ჩემი დაჭერიდან დაწყებული, მიშას დაჭერით დამთავრებული… ან ახლა რომ არის გია ბარამიძე პარტიის სამდივნოში რას აკეთებს? თანამდებობა იყოს და ყველაფერი მოსულა?“.

მანამდე, ნიკა მელიამ ენმ–ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

მისივე თქმით, ზაზა გოროზია არის ფრიდონ ინჯიას მოკავშირე და ბიზნესპარტნიორია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S