
პრეზიდენტი: სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა უკანონო ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე რეაქციას მოითხოვს
27/07/2023 12:37:13 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტს გმობს.
„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: სოხუმის აეროპორტი რუსეთს გადაეცა.