Accentnews.ge
ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა

ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა

31/07/2023 09:51:58 სამართალი, საზოგადოება

ბათუმის პორტთან გამართულ აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მანამდე შსს 10 დაკავებულის შესახებ იუწყებოდა:

"აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდნენ".

"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა.

ცნობისთვის: დღეს, გამთენიისას ბათუმის პორტში შესული პუტინისტების გემი ჯერ კვლავ პორტში რჩება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მთავარ მიზნად ლაინერის ბორტზე მყოფი პუტინისტების ქალაქში არშეშვება დაასახელეს. ისინი მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S