Accentnews.ge
პაპილომა ვირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის – ხელისუფლებას ქალებში ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებენ

პაპილომა ვირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის – ხელისუფლებას ქალებში ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნისკენ მოუწოდებენ

01/08/2023 09:44:10 საზოგადოება

პარტია „ხალხისთვის“ აცხადებს, რომ პაპილომა ვირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოხსნას ასაკობრივი ზღვარი ქალებში.

„მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ქალებში გავრცელებას მოწინავე ადგილი უჭირავს, რომლის მიზეზი პაპილომა ვირუსია. დღესდღეობით, ამის პრევენცია შესაძლებელია პაპილომავირუსის ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია უფასოდ საქართველოში გარკვეული ჯგუფებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, პაპილომავირუსის 12 ათას ვაქცინას ვადა გასდის სექტემბერში, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ოდენობით თანხა ხელისუფლებამ წყალში გადაყარა. სახელმწიფომ არ აწარმოა სათანადო ცნობიერების კამპანიები საზოგადოებაში, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არც არის ცნობილი, რომ ეს ვაქცინა არის უფასო. ხელისუფლებას კეთილი უნდა ენება და ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ამ მიმართულებით. ხელისუფლებამ უნდა მოხსნას ასაკობრივი ზღვარი ქალებში, რათა მოხდეს ვაქცინის ათვისება და ხელი შეუშალოს ინფექციის გავრცელებას - აცხადებს პარტიის მდივანი ინგა გოდერძიშვილი.

იხილეთ ასევე:

კვლევა – პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს 90%-ით ამცირებს

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასოა

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი, გოგონებისთვის კი ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S