Accentnews.ge
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სოხუმის აეროპორტის შესახებ შეთანხმება უკანონოდ გამოაცხადა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სოხუმის აეროპორტის შესახებ შეთანხმება უკანონოდ გამოაცხადა

03/08/2023 12:09:04 კონფლიქტები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სოხუმის აეროპორტის შესახებ შეთანხმება უკანონოდ გამოაცხადა. შესაბამისი დადგენილება საბჭომ 2 აგვისტოს მიიღო.

„შეთანხმება“ ითვალისწინებს ე.წ. აფხაზური მხარის მიერ რუსეთის იურიდიული პირისთვის, რომლის ვინაობა ცნობილი არ არის, მიწის ნაკვეთებისა და შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემას, ასევე სრულიად გაუმართლებელი შეღავათებისა და გარანტიების მინიჭებას, აფხაზური მხარისთვის ცალმხრივი კაბალური ვალდებულებების დაკისრებას.

„შეთანხმება“ ეწინააღმდეგება აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის ინტერესებს მისაკუთრებას. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის 2019 წლის 26 ივლისის უკანონო . მისი გაფორმება მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის აეროპორტის გადაწყვეტილებით იგი წინასწარ იქნა მიმაგრებული როსტოვის ოლქის საჰაერო სივრცეზე. იმავე გადაწყვეტილებით მას ასევე უკანონოდ აქვს მინიჭებული რუსული კოდი (URAS) და ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ აეროპორტის აღდგენის რუსული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც, რაც დამატებით საფრთხეს შეუქმნის საქართველოს და მთლიანად შავი ზღვის რეგიონს. აეროპორტის ექსპლუატაციის უზრუნველყოფის საბაბით იგეგმება რუსეთიდან ასობით სპეციალისტის ჩამოსახლება და აღნიშნულ ობიექტზე დასაქმება.

ამრიგად, „შეთანხმება“ მთლიანად თავსდება მცოცავი ანექსიის პოლიტიკის ჩარჩოებში;

ამასთანავე, იგი წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის და სანქცირებული ტვირთების გადაზიდვის საშუალებას.

„შეთანხმება“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) 2006 წლის აგვისტოდან გაუქმებული აქვს სოხუმის აეროპორტის კოდი. შესაბამისად, მისი ამოქმედება ეწინააღმდეგება აღნიშნული ორგანიზაციის მოთხოვნებს. მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო აეროპორტად აღიარების, საქართველოს მთავრობის წინადადებით მისთვის კოდის კვლავ მინიჭებისა და საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვის გაცემის უფლება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს: უკანონოდ იქნეს ცნობილი საერთაშორისო აეროპორტ „სოხუმის“ საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციისთვის რუსეთის იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელების თაობაზე რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილება", – ნათქვამია საბჭოს დადგენილებაში.

ამავე თემაზე: სოხუმის აეროპორტი რუსეთს გადაეცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S