Accentnews.ge
ევროპული საბჭო: მიშელმა საქართველოში რეფორმების, დეპოლარიზაციისა და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

ევროპული საბჭო: მიშელმა საქართველოში რეფორმების, დეპოლარიზაციისა და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება

01/09/2023 14:48:16 პოლიტიკა

ევროპული საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის დღეს ბრიუსელში გამარტული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ცნობით, მიშელმა, მათ შორის საქართველოში რეფორმების, დეპოლარიზაციისა და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"2023 წლის პირველ სექტემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული ხელიდან.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში საჭირო რეფორმების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედია–პლურალიზმის სფეროებში, რაც ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია; ასევე პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.

ამასთან, შარლ მიშელმა შეაქო საქართველოს პრეზიდენტის პირადი ერთგულება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლისაში და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აფასებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლს კანონის აღსრულების კუთხით, გამოიყენა რა შეწყალების უფლება გარკვეული პირების შესაწყალებლად, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და მის ძლიერ პოლიტიკურ ფოკუსირებას ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე.

პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მედეგობის გაზრდის ერთგული", – ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა. 31 აგვისტოს იგი ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზოდენტს მის მიერ მოთხოვნილ ვიზიტზე ყველა უარი განუცხადეს. გუშინ მმართველი პარტია პრეზიდენტს "კონსტიტუციის დარღვევის გამო" საპასუხო ზომებით დაემუქრა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იხილეთ ასევე: რა შემთხვევაში ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად .

კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S