Accentnews.ge
აფხაზეთში ამჯერად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გადააყენეს

აფხაზეთში ამჯერად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გადააყენეს

05/09/2023 08:48:29 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საკადრო ცვლილებებს განაგრძობს. ამჯერად მან თანამდებობიდან საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი ჯანსუღ ნანბა გადააყენა.

როგორც "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის საიტზეა აღნიშნული, ნანბა სხვა სამსახურში გააგრძელებს მუშაობას, მის ადგილს კი აბესალომ ქვარჩია დაიკავებს, რომელიც წინა მოწვევის "პარლამენტს" ხელმძღვანელობდა და ბჟანიას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მამა გახლავთ.

"პრეზიდენტის" ადმინისტრაციაში ჯანსუღ ნანბა 2022 წლის აგვისტოდან მუშაობდა, მანამდე იგი დე ფაქტო ფინანსთა და გადასახადების მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

4 სექტემბერს ცნობილი გახდა დე ფაქტო საგარეო საქმეთა "მინისტრ" ინალ არძინბას გადადგომის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S