Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – იმპიჩმენტზე: ეს პრეზიდენტის პოლიტიკური შევიწროებაა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – იმპიჩმენტზე: ეს პრეზიდენტის პოლიტიკური შევიწროებაა

05/09/2023 10:34:34 პოლიტიკა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მცდელობა, დაიწყოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა, შესაძლოა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს – ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, - განუცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

იხილეთ ასევე: კონსტიტუციის ორი მუხლის დილემა: ვინ დაარღვია მთავარი კანონი?

სახდეპი: "საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ და ამას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S