
მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები
22/09/2023 18:53:01 სამართალი
თბილისში, გლდანში პოლიციასთან შეხლა–შემოხლისას დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა – ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
როგორც შსს–ში აცხადებენ, მათ პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვეიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებად ედავებიან.
ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.
22 სექტემბერს, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ენმ–ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს თავს სახლთან დაესხნენ. ეძგვერაძე აღნიშნულს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს, კერძოდ, დაპირიპირებას უმრავლესობის წევრ ზარნაძესთან. თავად ზარნაძე ფაქტთან კავშირს უარყოფს.
ამასთან, ეძგვერაძე ამბობს, რომ ამოიცნო "მთავარი თავდამსხმელი" დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მთავარი თავდამსხმელი ამოიცნო და რომ ის "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის ძმაა. სავარაუდოდ, საუბარია ლევან შუკაკიძეზე.
გამოძიება სსკ–ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ეძგვერაძე კი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა პოლიტიკურიმოტივით მოხდა.
"ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები",– აცხადებენ შსს–ში.