Accentnews.ge
ბაიდენმა ცენტრალური აზიის ლიდერებს "შუა დერეფნის" განვითარებისთვის "C5+1"–ის  კრიტიკული მინერალების დიალოგის" დაწყება შესთავაზა

ბაიდენმა ცენტრალური აზიის ლიდერებს "შუა დერეფნის" განვითარებისთვის "C5+1"–ის კრიტიკული მინერალების დიალოგის" დაწყება შესთავაზა

25/09/2023 06:34:45 ეკონომიკა

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ლიდერებს "შუა დერეფნის" განვითარებისთვის "C5+1"–ის კრიტიკული მინერალების დიალოგის" დაწყება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.

დიპლომატიური უწყების ცნობით, ჯო ბაიდენი შეხვდა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს "C5+1"-ის პირველ საპრეზიდენტო სამიტზე, რომელიც გაერო–ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 19 სექტემბერს გაიმართა.

საელჩოს ინფორმაციით, "ლიდერებმა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოება, ვაჭრობა და ინვესტიციები, რეგიონული კავშირები, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობა და მმართველობისა და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე რეფორმები განიხილეს".

"პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა მისი კოლეგების მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ამ ქვეყნებს, იმუშაონ ერთად ცენტრალური აზიის სუვერენიტეტის, მედეგობისა და კეთილდღეობის შემდგომი გაძლიერების მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. აშშ–ის პრეზიდენტმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობისთვის კოლეგებს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ საზღვრის უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობას გააგრძელებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა განიხილა აშშ-ის კერძო სექტორის ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის მნიშვნელობა კერძო სექტორის ბიზნეს პლატფორმის შექმნის გზით, რომელიც შეავსებს "C5+1" დიპლომატიურ პლატფორმას და აღნიშნა, რომ USAID მოიწვევს "C5+1"–ის რეგიონალური კავშირის მინისტერიალს ცენტრალურ აზიაში ოქტომბერში, რათა განიხილონ კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ბაიდენი აღიარებს, რომ ჩვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ იმისთვის, რომ ჰქონდეთ მდგრადი, უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვები, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ მომავალ ენერგეტიკულ ლანდშაფტს, შეერთებულმა შტატებმა კოლეგებს შესთავაზა, დაიწყოს "C5+1"–ის კრიტიკული მინერალების დიალოგი" ცენტრალური აზიის უზარმაზარი მინერალური სიმდიდრის განვითარებისა და კრიტიკული მინერალების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ეს არის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძალისხმევის ნაწილი "ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის" ("შუა დერეფანი") განვითარებისა და პროექტში ინვესტიციების განხორციელებისთვის „პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის“ ფარგლებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მდგრადობას.

ამასთან, პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარი დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების აქტივობებს და მოუწოდა ლიდერებს ახალი "C5+1"–მა მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ყველა სექტორში ინტეგრირებაზე გაამახვილოს ყურადღება", –ნათქვამია ყირგიზეთში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცობისთვის: აშშ–სა და ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ "შუა დერეფანი" ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე.

  • "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი" (შუა დერეფანი") ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. გეოგრაფიულად, ეს არის უმოკლესი გზა დასავლეთ ჩინეთსა და ევროპას შორის. 2022 წლის 31 მარტს აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და თურქეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას რეგიონის გავლით სატრანსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S