Accentnews.ge
"მხარეებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება" - სამხარაძე საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

"მხარეებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება" - სამხარაძე საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

10/10/2023 10:13:38 კონფლიქტები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს და შვეიცარიის ელჩს რუსეთში კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

როგორც პარლამენტის პრე–სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრისას განხილვის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა.

მხარეებმა დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საზღვაო ბაზის განლაგების გადაწყვეტილება.

"საუბარი შეეხო საქართველოსა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და მის გავლენას. ელჩებთან გამართული შეხვედრისას მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემო და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი",– ვკითხულობთ რელიზში.

ამასთან, რელიზის თანახმად, ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო დამსახურებულ სტატუსს მიიღებს.

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

იხილეთ ასევე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S