Accentnews.ge
ლილუაშვილი: ე.წ. სარეჟიმო დაწესებულება აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ ბებუას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას

ლილუაშვილი: ე.წ. სარეჟიმო დაწესებულება აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ ბებუას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას

20/10/2023 08:26:17 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სარეჟიმო დაწესებულება, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა იმყოფება, აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

„როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ე.წ. სარეჟიმო დაწესებულებაში არსებული ვითარება აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტს. იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ამას აკმაყოფილებს", – განუცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფი პირების ჯანმრთელობის შესახებ უტყუარ ცნობებს ოჯახი ევროკავშირის მისიისა და "წითელი ჯვრის" შუამავლობით იღებს ინფორმაციას.

„მარტო ბებუა არ არის, არის კიდევ 9 პირი, ორივე მიმართულებით. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ევროკავშირის მისიისა და წითელი ჯვრის შუამავლობით ოჯახი ახერხებს მათი ჯანმრთელობის შესახებ უტყუარი ცნობების მიღებას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ პირების გამოშვება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

გუშინ "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" განაცხადა, რომ “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად,"ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც აფხაზეთის გამარჯვების წლისთავი აღინიშნებოდა". მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S