Accentnews.ge
"სოლიდარობა ირაკლი ბებუას": 24 ოქტომბერს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

"სოლიდარობა ირაკლი ბებუას": 24 ოქტომბერს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

20/10/2023 08:38:58 კონფლიქტები

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი "აფხაზური ამბებია".

"მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ. ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე - პარლამენტთან",- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" განაცხადა, რომ “ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა: "როგორ შეიძლება, ვისაუბროთ იმაზე, რომ ე.წ. სარეჟიმო დაწესებულებაში არსებული ვითარება აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტს, იმ პირობებს, რომ ბებუას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, აკმაყოფილებს".

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს. ბრალდების თანახმად,"ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც აფხაზეთის გამარჯვების წლისთავი აღინიშნებოდა". მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S