Accentnews.ge
"რუსეთს ყირიმიდან სამხედრო ხომალდები საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გადაჰყავს"

"რუსეთს ყირიმიდან სამხედრო ხომალდები საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გადაჰყავს"

23/10/2023 14:07:53 კონფლიქტები

რუსეთს ყირიმიდან სამხედრო ხომალდები საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში გადაჰყავს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ Apostrof TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„დამპყრობლებმა სამხედრო ხომალდების ნაწილი უკვე გადაიყვანეს ნოვოროსიისკის პორტში. თუმცა, იქ არ ხერხდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა ხომალდის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა, რომ ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია გამოიყენოს“, - ვადიმ სკიბიცკის განცხადებას უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

სკიბიცკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსები ოჩამჩირეში პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიურ სამუშაოებს აგრძელებენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონში – აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა განთავსდება. შესაბამისი "ხელშეკრულება" რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმებულია, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ რუსულ პროპაგანდისტულ მედიარესურს „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S