Accentnews.ge
სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინაღმდეგეები იკრიბებიან: „არსად წავალთ, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება“

სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოწინაღმდეგეები იკრიბებიან: „არსად წავალთ, სანამ საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება“

26/12/2023 14:20:39 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად, 27 დეკემბრისთვის დაიგეგმა.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობის წინ აქციის გამართვისკენ მოუწოდეს.

აფხაზური ტელეგრამ–არხები წერენ, რომ ოპოზიციონერები სავარაუდოდ, „პარლამენტის“ სხდომის ჩაშლას აპირებენ.

„არსად წავალთ, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება“,- განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს ომის ვეტერანმა ლეუან მიკაამ (ლევან მიქავამ).

კიდევ ერთი ვეტერანი - ლაშა ზუხბა სოციალურ ქსელში წერს:

„უკვე მოედანზე ვართ პარლამენტის წინ. ხვალ სესიაა, რომელიც არ უნდა იყოს და არც იქნება“.

ე.წ. პარლამენტისა და სამთავრობო კომპლექსის შენობებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ადგილზე დე ფაქტო შს მინისტი რობერტ კიუტიც იმყოფება.

მედიაში ვრცელდება ე.წ. გენერალური პროკურორის - ადგურ აგრბას მიმართვა: იგი ხალხს „არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ" მოუწოდებს:

„სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის, რესპუბლიკაში სოციალური მდგომარეობის დესტაბილიზაციის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების შესაბამისად, ვალდებულნი არიან, გამოიყენონ ზომების მთელი სპექტრი, რომელიც მიმართულია ასეთი ზიანის თავიდან აცილებლად, მათ შორის - მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებით".

იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს.

რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ.

სერგეი შამბა: "რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები იცვლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S