შამბა: რუსული საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში შესაძლოა, 2024 წელს განთავსდეს

16-01-2024 11:12:29 კონფლიქტები

რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში შესაძლოა, 2024 წელს განთავსდეს. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა.

"ოჩამჩირეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი ბაზა განთავსდება, სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ოპერირება, შესაძლოა, წელს დაიწყოს, თუმცა გაშვების ზუსტი დროის დასახელება მიჭირს. ასევე იმის თქმაც [მიჭირს], კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში”,- განაცხადა სერგეი შამბამ.

2023 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა განთავსდება. მაშინ ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმებულია.

ამავე თემაზე: რა ახალ რისკებს აჩენს ოჩამჩირეში დაანონსებული რუსული საზღვაო ბაზა.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი – ოჩამჩირეში რუსულ ბაზაზე: ჩვენთვის კანონიერი სამიზნეა ყველა რუსული სამხედრო გემი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები