Accentnews.ge
"ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ" – გოცირიძე ხელისუფლებისგან მკაცრ პოზიციონირებას მოითხოვს

"ჟენევის დისკუსიისთვის ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ" – გოცირიძე ხელისუფლებისგან მკაცრ პოზიციონირებას მოითხოვს

28/02/2024 12:11:28 კონფლიქტები, პოლიტიკა

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოს დამცირების მცდელობად აფასებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობას, რომ რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ქვეყანაში გადატანა სურს. ამ კონტექსტში ერთ–ერთ ვარიანტად დაასახელეს ბელარუსი.

გოცირიძე ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციონირებად მოითხოვს.

„ქართული ოცნების" ფაქტობრივად, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ, რომელსაც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ეწევა, რუსეთს უკვე, ფაქტობრივად, ისეთი შეგრძნება მისცა, რომ საქართველო არის მისი მეგობარი სახელმწიფო და რეალურად, ერთმანეთის მიყოლებით, ერთი დღის განმავლობაში, გაკეთდა ქვეყნისათვის უკიდურესად საშიში განცხადებები - ლუკაშენკოს, ლავროვის, ბჟანიას. ეს ყველაფერი ერთად ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს უკვე მისი გავლენის სფეროდ განიხილავს, ამის საბაბი და საშუალებაც ივანიშვილის ოლიგარქიულმა და არაფორმალურმა მმართველობამ მისცა. საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე მოიყვანა საქმე, რომ რუსეთი მეგობრად აღგვიქვამს. ეს არის პირდაპირ დანაშაული და რუსეთის საქართველოზე ზემოქმედების ახალ-ახალი მცდელობებისა და ბერკეტების მოპოვებას ნიშნავს.

საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არა ასეთი რბილი, წყალწყალა განცხადება. თუ სად იქნება მოლაპარაკება, ეს არაა მთავარი, სად გვთავაზობენ, ესაა მთავარი - ლამის რუსეთი შემოგვთავაზონ. ეს არის დამცირება საქართველოსი და საქართველოს ხელისუფლების, ამიტომ პასუხი უნდა იყოს მაცრი და ადეკვატური ტონით,“ - განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S