
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს სტრატეგიულ პარტიორ ჩინეთში "საპატიო კონსული" ჰყოლია
11/06/2024 10:37:02 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს სტრატეგიულ პარტიორ ჩინეთში "საპატიო კონსული" ჰყოლია. გე ჩჟილი ამჟამად სოხუმში იმყოფება და დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრ ანრი ბარციცს შეხვდა, - იუწყება აფხაზური მედია.
მისივე ინფორმაციით, განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა "აფხაზურ-ჩინური ბიზნეს-ურთიერთქმედების ასპექტები, რომლებიც იურიდიულ პირთა ჩართულობას უკავშირდება".
"აფხაზეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო, მზადაა, აუცილებელი საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწიოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ იურიდიულ პირებს საერთშორისო კონტაქტების განმტკიცების მიზნით" - განაცხადა დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შანდუნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნიკური დირექტორი ვიქტორ კრაპივინი და დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ოლეგ არშბა, - იუწყება აფხაზური მედია.
- ჩინეთი საქართველოს ოკუპანტი რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია. როგორც არაერთი ექსპერტი მიუთითებს, ეს მხოლოდ სიტუატიური პარტნიორობაა, მაგრამ მაინც. ბოლო დროს კი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ჩინეთი დასუსტებულ რუსულ ეკონომიკას სულ უფრო მეტად ეუფლება.
- საქართველომ და ჩინეთმა გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადეს. თუმცა შესაბამის დოკუმენტში არსად ფიგურირებს ჩინური მხარის ვალდებულება, უერთგულოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.
- საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ამასწინათ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერ სახელმწიფოთა შორის ჩინეთი არც წელს ფიგურირებს, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "სტრატეგიულ პარტნიორს" მაინც მადლობა გადაუხადა "იმისთვის, რომ შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“. ამასთან, კობახიძის მტკიცებით, "პეკინი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია". ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტრატეგიული პარტნიორის' ხრიდან დოკუმენტის მხარდაჭერისგან თავშეკავება „ამ შემთხვევაში მხარდაჭერის ტოლფასად“ შეაფასა.
- საქართველოს ხელისუფლება ქვეყისთვის ატრეტგიულად მიშველოვანი ანაკლიის პორტის პროექტის ჩინელებისთვის გადაცემას გეგმავს.
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ჩინური სახელმწიფო კომპანიის მცდელობის შესახებ, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე ბიზნესი წამოიწყოს.
იხილეთ ასევე: რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"