
რუსეთი ინვესტორებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
16/07/2024 15:28:01 კონფლიქტები
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ინვესტორებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
შესაბამისი განცხადება რუსმა ოფიციალურმა პირმა ჩეჩნეთის დედაქალაქში კავკასიის საინვესტიციო ფორუმის სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ ყველა ერთად ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ ამ სახელმწიფოების [აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რედ.] საინვესტიციო პოტენციალი და სამრეწველო-ეკონომიკური ზრდა მთელს დიდ კავკასიასთან, მთელს რუსეთთან ერთად გაიზარდოს.
მე ვფიქრობ, რომ აქ ბევრი ადამიანია დაინტერესებული ამ რესპუბლიკებში ინვესტირებით, ჩვენ კი ჩვენის მხრივ ინვესტორებს ვპირდებით ყოპველმხრივ დახმარებას - როგორც ადმინისტრაციულს, ისე სამართლებრივს, საორგანიზაციოს და ფინანსურსავ კი“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონში რიგი პროექტების რეალიზებით ჩინელი და ირანელი ინვესტორები არიან დაინტერესებულები. ინტერესთა სფერო მხოლოდ ჩინეთის შემთხვევაშია ცნობილი და ეს ბუნებრივი ქვის დამუშავება, ბაზალტის ბოჭკოსა და ბოსტნეულის წარმოებაა.
იხილეთ ასევე:
ჩინეთი საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯებზე დუმილს ამჯობინებს
მოსკოვის მადაზე ზემოქმედების პეკინის მოიმედეთა ილუზიები
"გაკვეთილი მეზობლებისთვისაც": რას ამბობს სტრატეგიული პარტნიორის "დუმილი"