კობახიძე: სააკაშვილის ბრალეულობა რუსეთის ბრალეულობას არ გამორიცხავს

15-08-2024 17:51:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ "ნაციონალური მოძტაობის" გასამართლებაზე საუბრობს.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის "ნაკლებად საინტერესოა სხვა რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე იმ ღალატზე რომელიც ჩადენილ იქნა 2008 წელს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხალხი დღესაც ცდილობს ჩაითრიოს ქვეყენა ომში".

"უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადება. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის [ნაციონალური მოძრაობა] გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ, არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ა.შ. ამიტომ, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსურლდება არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა როგორც ერთი, ისე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში, ნაციონალურმა მოძრაობამ პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას და ამით მათ აღიარეს ომის დაწყება, შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. ხოლო, რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს და დასკვნებს რაც იყო წარმოდგენილი ამ კომენტში. შესაბამისად, ორივე დოკუმენტი არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდანა თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. თუმცა, ამის მიღმა, მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც იმისათვის, რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს",– თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

შეკითხვაზე ნიშნავს თუ არა ომის დაწყებაში პრეზიდენტის დადანაშულება ქვეყნის დადანაშაულებაც, კობახიძემ უპასუხა, რომ "არავითარ შემთხვევაში"

"როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს ადამიანები მოქმედებდნენ როგორც უცხოური აგენტურა და შესაბამისად ისინი გამოხატავდნენ არა საქართველოს ინტერესებს, არამედ სხვა ძალების ინტერესებს, მათ ჩაიდინეს ღალატი საკუთარი ქვეყნის წინაშე, აქედან გამომდინარე, მათი დანაშაული ვერ იქნება დაკვალიფიცირებული როგორც საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული, პირიქით მათ ჩაიდინეს დანაშაული სწორედ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

შეკითხვაზე, "ქართული ოცნების" პოზიცია, ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ხო არ უქმენის რუსეთს პირობებს მისი ბრალეულობის გასაქარწყლებლად, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ "სააკაშვილი რეჟიმის ბრალეულობა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას":

"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის ჩვეულებრივი ბრალეულობა, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც შეგვიძლია ვისაუბროთ სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობაზე. რეალურად მოხდა მარტივი რამ, სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი და ეს არის მისი ბრალეულობა და ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა, ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის ბრალეულობა მეორის ბრალეულობას არ გამორიცხავს, ბრალეულობა არ იქნებოდა თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნებოდა ოკუპირებული, აქედან გამომდინარე ყველაფერი დღესავით არის ნათელი, ნაცმოძრაობის დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, იმას, რომ ვინმე გათავისუფლება საკუთარი ბრალეულობისგან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულ სასამართლო პროცესებზე.

"ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოში პროცესები ჩვენ მოვიგეთ. ერთ შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ ჩაუდენია ომის დანაშაული, მეორე შემთხვევაში დადგინდა, რომ ქართულ ჯარს არ დაურღვევია ადამიანის უფლებები. ეს არის ის გამარჯვება რომელის ჩვენ მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა ომის დაწყებაზე არ უმსჯელია არც ჰააგას, არც სტრასბურს, ეს არ იყო მათი პრეროგატივა. ჩვენ მივაღწიეთ პრინციპულ გამარჯვებას ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ქართული ჯარის ინტერესები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: გაერო–ში რუსი დიპლომატი საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა

გიგი გიგიაძე: დღეს ქართული დიპლომატია დეკორაციიდან კარიკატურად გადაიქცა

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები