Accentnews.ge
ოდიშარია: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ეკლესიის როლის გაძლიერებაზე ლეგიტიმური განხილვები დაიწყება, ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება

ოდიშარია: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ეკლესიის როლის გაძლიერებაზე ლეგიტიმური განხილვები დაიწყება, ახლა უბრალოდ პოზიციების მოსინჯვა ხდება

30/08/2024 11:14:14 ციტატა

"მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, კონსულტაციები. ახლა უბრალოდ მოსამზადებელი სამუშაოებია, პოზიციების მოსინჯვა ხდება. სწორედ იმიტომ, რომ არაფრის დაჩქარებული წესით მიღებას არ ვაპირებთ, ამიტომ დაიწყო ასეთი მაღალი რანგის კონსულტაციები ახლა. ხოლო გადაწყვეტილება, გარწმუნებთ, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით - როგორც კათოლიკოს- პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების და მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის, რომელიც ღირსია და იმსახურებს გაიგოს, რას აპირებ მმართველი გუნდი. გაიგოს ეს მანამდე და ჰქონდეს დრო და საშუალება, რომ განსაჯოს და იმსჯელოს ამის შესახებ იქამდე, ვიდრე ის იქნება კონსტიტუციაში შეტანილი", – ამის შესახებ, 'ინტერპრესნიუსის" ცნობით, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ამავე თემაზე: მიტროპოლიტი – "ოცნების წინადადებაზე: „ვინც არ უნდა შეფუთოს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა“

ანდრია ჯაღმაიძე: შეთანხმებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება.

პროტოპრესვიტერი: "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გულისხმობს ურთიერთდაქვემდებარებას, რაც მიუღებელია ეკლესიისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S