Accentnews.ge
მოსკოვი სოხუმს "სუვერენიტეტის დათმობის" აუცილებლობაზე უკვე ღიად მიანიშნებს

მოსკოვი სოხუმს "სუვერენიტეტის დათმობის" აუცილებლობაზე უკვე ღიად მიანიშნებს

07/09/2024 11:50:42 კონფლიქტები

მოსკოვი აღარ მალავს, რომ მისი მხრიდან "მეგობრობა" უანგარო არაა, რომ ის, რასაც რუსეთი სადღეისოდ მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისგან მოითხოვს, "მრავალწლიანი დახმარების" საფასურია და რომ სოხუმს, მოსწონს ეს თუ არა, მოუწევს, "სუვერენიტეტი" უწილადოს რუს "მეგობარს", რომელიც "ათწლეულების განმავლობაში მისი მთავარი გარანტორი" იყო. შესაბამისი განცხადებები ამჯერად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ბორის ჩერნიშოვმა გააკეთა.

იხილეთ ასევე: მოსკოვის ულტიმატუმი ბჟანიას

"დიახ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები ძმურია - არათუ მეგობრული, მაგრამ ეს მეგობრობა უნდა იყოს გზა ორმხრივი მოძრაობით. რუსეთი აფხაზეთს მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა და სურს, ეს დახმარება მომავალშიც გააგრძელოს იმ პირობით, რომ აფხაზი მეგობრები გაიხსენებენ, ვინ ედგათ ყველაზე რთულ დროს გვერდში და ვინ აკრიტიკებდათ, ემუქრებოდათ, უცხოეთიდან უღერებდათ მუშტს და ყველაფერს აკეთებდა, რათა აფხაზური სუვერენიტეტი არ ყოფილიყო რეალიზებული, მაშინ, როცა რუსეთი ყველაფერს აკეთებდა ამ სუვერენიტეტის რეალიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის მოსახლეობა მხარს უჭერს ურთერთქმედების გაგრძელებას რუსეთთან, როგორც აფხაზეთის საკვანძო, სტრატეგიულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორთან, რაც მთავარია, აფხაზური სუვერენიტეტის მთავარ გარანტთან. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეორე მხარის მიერ რუსეთისა და რუსეთის ინტერესების პატივისცემის დანახვა - ეს საკვანძო მომენტია ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეალიზებაში და ეს ყველას უნდა ესმოდეს" - განაცხადა ჩერნიშოვმა.

გარდა ამისა, მისი მტკიცებით, რუსეთის საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინება "თავად აფხაზების ინტერესებშია, რადგან როგორც საგარეო პოლიტიკური რეალიებიდან, ისე შიდა საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე, რუსეთის გარდა, აფხაზეთში უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ინვესტიციებს არავინ ჩადებს".

"დიდი ეჭვი მეპარება, აფხაზურ კანონმდებლობაში მიწისა და უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვებისა და ამავდროულად საგარეო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, აფხაზებს უახლოეს წლებში დაუდგეთ ისეთ ინვესტორთა რიგები, რომლებიც მზად იქნებიან, უსასყიდლოდ გაუწიონ რესპუბიკას დახმარება - ვიმეორებ - წლების განმავლობაში. და კაპიკიანი დასავლური გრანტები აქ არაფერს უშველის - ფეხზე დასადგომად საჭიროა რეალური, კონკრეტული პოლიტიკა. ადგილობრივი ოპოზიციის პროტესტი კი ცარიელი სიტყვებია, რომელსაც არაფერი მოჰყვება" - განაცხადა რუსეთის პარლამენტის ვიცე-პიკერმა.

იხილეთ ასევე: მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიერთებაზე ალაპარაკდნენ

ამ კონტექსტში ჩერნიშოვი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელობის განცხადებებსაც გამოეხმაურა რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის თაობაზე და ამას "პოლიტიკური სიმწიფის ელემენტი" უწოდა.

იხილეთ ასევე: "თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S