Accentnews.ge
პაპუაშვილის თქმით, ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, "არ წარმოადგენენ" ოს ხალხს

პაპუაშვილის თქმით, ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, "არ წარმოადგენენ" ოს ხალხს

16/09/2024 07:52:23 კონფლიქტები, პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვერსიით, ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს.

„ჩვენ არ გვაქვს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. არიან პარტიები რომლებსაც სხვა მიზნები აქვთ და მზად არიან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა შესწირონ ამ მიზნებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციას და ენჯეოებს ომის გზით ესახებათ. მათ ეს გვაჩვენეს 2020 წელსაც, როდესაც ამბობდნენ, რომ შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ და აჩვენეს დღესაც, როდესაც ამბობენ, რომ შერიგება არ უნდა იყოს, ოსები არიან დამნაშავეები და გამოაცხადეს მთლიანი ერი ომის დამნაშავედ. არის მეორე გზა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა, რომელიც გადის შერიგებაზე. შერიგების გარდა, სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა გადის მხოლოდ ერთ რამეზე - გააზრებაზე, როგორ მივედით იქამდე, რომ დღეს დაშორიშორებულები ვართ, ურთიერთშენდობაზე და სინანულზე სადაც საჭიროა. რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი, რაც შეეხება ოსეთს, ეს არის შერიგების საკითხი. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ოკუპაცია დაადგინა. მსხვერპლი ვართ ორივე - ქართველებიც და ოსებიც. ისევე როგორც ომის ის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ოცნების" ბრალდების "ბეწვის ხიდი": კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში!

14 სექტემბერს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შეეხო „თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოინახა.".

"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება" - განაცხადა ივანიშვილმა.

ვის მოვუხადოთ ბოდიში?! - რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S