
შვედეთის საგარეო - OSCE/ODIHR-ის დასკვნაზე: ეს არაა სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით
20/12/2024 20:08:26 პოლიტიკა
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს, რომ "ესა არაა სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით".
„ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ახლა გამოქვეყნებულია და წინასწარ დასკვნებს ადასტურებს. ეს არაა სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით," - ნათქვამია განცხადებაში.
OSCE/ODIHR-მა საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა
„ყველაზე მძიმე დასკვნა საქართველოს ისტორიაში“ - OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშს აფასებენ