Accentnews.ge
"როგორ დააკავებენ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით"

"როგორ დააკავებენ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით"

09/05/2020 07:37:54 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმიანება უკრაინის ხელისუფლების ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლის თანახმად "ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიუთითებს კიევს, სად დანიშნოს ან არ დანიშნოს მიხეილ სააკაშვილი".

პრემირმა გახარიამ აღნიშნა, რომ მსგავს განცხადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ "ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს".

"როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით. გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა შეხვედრები. ჩვენს ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა არ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის: საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში კონსულტაციებისთვის იბარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S