Accentnews.ge
ვოლსკი კიევს წესების დარღვევაში ადანაშაულებს

ვოლსკი კიევს წესების დარღვევაში ადანაშაულებს

12/05/2020 14:44:12 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უკრანული მხარე ორმხრივ ურთიერთობებში დადგენილ წესებს არღვევს.

ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, იმ ფორმატში, რომელშიც საქართველო და უკრაინა თანამშრომლობენ, „ხიდების დაწვა“ კონტრპროდუქტიული იქნება. თუმცა

„საერთაშორისო პოლიტიკაში, მით უმეტეს, იმ ფორმატში, სადაც უკრაინა და საქართველო თანამშრომლობენ, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გარდა, არსებობს მრავალმხრივი ურთიერთობები სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე, ხიდების დაწვა და სწრაფად წერტილების დასმა რასაკვირველია, კონტრპროდუქტიული იქნება. პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ჩვენი კონსულტაციებზე ელჩთან, რომელიც არ იქნება მხოლოდ ელჩის მონაწილეობით, უნდა დავსახოთ ის მიმართულება, რომელიც ამ ჩრდილს მოაცილებს ორმხრივ ურთიერთობას. ეს არის მთავარი და აქ საბოლოო გადაწყვეტილებების და ვერდიქტების გამოტანა რასაკვირველია არ არის საჭირო, მაგრამ არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში დადგენილი წესები, რომელსაც აშკარად არღვევს უკრაინული მხარე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. ოფიციალურმა თბილისმა ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია, რომელიც ამჟამად სავალდებულო კარანტინს გადის.

იხილეთ ასევე: სააკაშვილი, უკრაინა და საქართველო: რატომ ვერ იმუშავა დიპლომატიამ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S