Accentnews.ge
"გაზპრომი": "საქართველოსთვის ფასი იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო"

"გაზპრომი": "საქართველოსთვის ფასი იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო"

27/05/2020 09:16:19 ეკონომიკა

რუსული "გაზპრომის" განცხადებით, საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ფასი უცვლელი დარჩება.

„ფასი საქართველოსთვის იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო საკონტრაქტო მოცულობის წლიური 100 %-იანი გამომუშავების პირობებში. ამჯერად ამ შერჩევის ვალდებულება მკაცრად გაიწერა“, - განაცხადეს კომპანიის პრეს–სამსახურში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ირწმუნება, რომ რუსულ "გაზპრომ ექსპორტთან" განახლებული კონტრაქტის პირობები ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს, რასაც კონკურენტული გარემო და მსოფლიო ენერგობაზარზე არსებული ვითარება განაპირობებს.

"ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოშიც ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება "გაზპრომთან" უკვე მოქმედ კონტრაქტში, ფასის დაკლებას ემსახურება. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ბუნებრივ აირზე ფასის დაკლება დაახლოებით 15%-ით ხდება. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც "სოკარი", ასევე "გაზპრომი". საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს, ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: 2017 წლამდე რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო ტრანზიტის საფასურად გატარებული აირის მოცულობის 10%-ს იტოვებდა. 2017 წლის შემდეგ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და ტრანზიტის საფასურად ქვეყანა არა ბუნებრივ აირს, არამედ კონკრეტულ თანხას იღებდა. ამასთან, მოცულობები და თანხა არ საჯაროვდებოდა. მხარეებს შორის ეს კონტრაქტი პერიოდულად განახლებადია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) რუსულ "Gazprom Export"-თან ხელშეკრულება კიდევ ერთხელ განაახლა. კერძოდ, კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მხარეებს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების ტარიფის განახლება 2020 წლის აპრილში მოხდა (ტარიფი კვლავ საიდუმლოა) და ის ძალაში 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, GOGC-მ აპრილში განაახლა ხელშეკრულება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "SOCAR Gas Export-Import"-თანაც. ახალი ხელშეკრულება 2020 წლისთვის საქართველოში ე.წ. სოციალური გაზის ტარიფის შემცირებას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: საკარანტინო შეზღუდვების ფონზე დაბალი მოთხოვნისა და განახლებადი წყაროების მიწოდებების ზრდის გამო ევროპაში გაზის ფასები სწრაფად ეცემა. ევროპული ბაზარი გადავსებულია, გაზის საცავები თითქმის შეივსო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S