გახარია – ოპოზიციას: "როგორც ჩანს, დაიღალეთ და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ"
29/05/2020 12:28:34 პოლიტიკა
როგორც ჩანს, დაიღალეთ და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ,– ასე შეაფასა ოპონენტების გამოსვლა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ და მათ ამოციურიბა დაუწუნა.
მისი თქმით, ბოლო ორი დღეა, პარლამენტის ტრიბუნა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება.
მანამდე გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანას არაკომპეტენტური ოპოზიცია ჰყავს და პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა კი პრემიერს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ პარლამენტის პატივისცემა რომ ისწავლოთ?“


