Accentnews.ge
სომხეთში კავასაკის შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კავასაკის შემთხვევა დაფიქსირდა

03/06/2020 07:04:04 კავკასია

სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვში კავასაკის დაავადების შემთხვევა გვაქვს. ვიმედოვნებ, ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება. მოვუწოდებ ყველას, ზრდასრულებსა და ბავშვებს, მკარად დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები“, - განაცხადა ტორისიანმა.

კავასაკი მწვავე ანთებითი დაავადებაა ბავშვებში, რომელიც მაღალ ტემპარატურასა და არტერიების შეშუპებას იწვევს. როგორც წესი, კავასაკი განკურნებადი დაავადებაა, თუმცა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დასრულდეს.

რამდენიმე ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმადგენლები კორონავირუსით დაავადებულ ბავშვების ნაწილში კავასაკის დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შესახებ საუბრობენ. საქართველოში მსგავსი შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა.

იხილეთ ასევე: სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც ბავშვს შესაძლოა, Covid-19 ჰქონდეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S