„არ შევშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის – საქართველოშიც“
18/06/2020 16:29:52 პოლიტიკა
არ შევშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლაში, - ამის შესახებ კონგრესმენი მაკვლინ მულინი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს და აშშ–ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის კომენტარს აზიარებს.
„ვნახე სტატია ქართულ პრესაში, ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ. შეცდომას ნუ დავუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები წარმომადგენლობით პალატაში ვართ თავისუფლების დამცველები და არ შევშინდებით პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის საქართველოშიც, - წერს მულინი.

იხილეთ ასევე: 13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს


