Accentnews.ge
თალაკვაძე – ხანგოშვილის საქმეზე: "როდესაც იქნება სასამართლოს დასკვნა, ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ოფიციალურ პოზიციებს"

თალაკვაძე – ხანგოშვილის საქმეზე: "როდესაც იქნება სასამართლოს დასკვნა, ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ოფიციალურ პოზიციებს"

19/06/2020 19:51:50 სამართალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე სასამართლოს დასკვნის შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებებს.

"ვერ ნახავთ ოფიციალურ ინფორმაციას იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და როდესაც იქნება სასამართლოს დასკვნა, ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ოფიციალურ პოზიციებს. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ გერმანიას ასეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა თავის დროზე ხანგოშვილზე, რადგან მათ ტერიტორიაზე მოხდა ეს მკვლელობა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში.

"გერმანიის პროკურატურის გუშინდელ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე. გუშინვე ბერლინში საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის ელჩი გერმანიაში სერგეი ნეჩაევი და განემარტა, რომ გერმანიის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, გაამკაცროს ზომები შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. რა ხდება ამ დროს საქართველოში? და როგორ იქცევით თქვენ?", - ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა არჩილ თალაკვაძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი ოფიციალური რეაქციები. მეორე, რუსეთის ელჩს ჩვენ ვერ დავიბარებდით, რადგან ის საქართველოში არ არის. მესამე, ჩვენი რეაქცია არის იგივე, როგორიც არის გერმანიის რეაქცია. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის მიუღებელი".

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით იქნა ლიკვიდირებული.

იხილეთ ასევე: ზურაბ ხანგოშვილი: „ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!“

ბუნდესტაგის დეპუტატი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ხანგოშვილის მკვლელობის გამო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტზე უარი განაცხადოს

ხანგოშვილის მკვლელობის გამო მერკელი რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება: "ვიტოვებთ უფლებას, მოვახდინოთ რეაგირება"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S