Accentnews.ge
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

22/06/2020 07:35:45 პოლიტიკა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაკავებული თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ დოლიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს დღეს მიმართავს.

„დღეს გავუგზავნი განცხადებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავად ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა „ხალხისთვის“ შენებას იმისთვის, რომ გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ შენობაში მე დავრჩი მარტო“,- განაცხადა ანა დოლიძემ და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.

ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა 18 ივნისს განაცხადა, რომ ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კი კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს. 18 ივნისს ხსენებულ მემორანდუმს დოლიძემ ხელი მოაწერა და განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მისი საჯარო საქმიანობა არ ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ "ჯანეზაშვილი სათავეში უდგას კლანის კამპანიას ჩემი იმიჯის დასაზიანებლად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S