Accentnews.ge
გახარია – ხანგოშვილის საქმეზე: „არაფერი გამოქვეყნებულა. რას ამბობთ, წადით, რამე წაიკითხეთ“

გახარია – ხანგოშვილის საქმეზე: „არაფერი გამოქვეყნებულა. რას ამბობთ, წადით, რამე წაიკითხეთ“

26/06/2020 14:31:46 სამართალი

საქარველოს პრემიერ–მონისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე ოფიციალური თბილისი პოზიციას გამოძიების დასრულების შემდეგ დააფიქსირებს. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ პოზიციის შესახებ მკვლელის სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გახარიას პარლამენტში, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს, ჰკითხეს, რა იცის ხანგოშვილის საქმეზე, მათ შორის, 2015 წელს თბილისში განხორციელებულ თავდასხმაზე. გახარიას შეახსენეს, რომ ბერლინმა ბოსკოვი დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

„ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიასთან ამ საქმის გახსნაში. როგორც მოგეხსენებათ, აბსოლუტურად მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული და ეს განცხადება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ობიექტურია. დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს. გამოძიების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს“,– განაცხადა გახარიამ.

დარბაზიდან იყო რეპლიკა, რომ საქმეზე უკვე გამოქვეყნდა გერმანიის ფედერალური პროკურატურის დასკვნა.

„არაფერი არ გამოქვეყნებულა. რას ამბობთ, წადით, რამე წაიკითხეთ, რა გამოქვეყნდა, რა ზღაპრებს ყვებით... ხალხნო, ერთი რამე გაითვალისწინეთ, ხმაც ამოვიღეთ, ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ. ეს საქმე რომ გაიხსნება, თქვენნაირი სპეკულირების გარეშე, საბოლოო შედეგები რომ დადგება, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რას, ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ და წინ ნუ გარბიხართ“.

დეპუტატ გიორგი კანდელაკის დამაზუსტებელ შეკითხვას გახარიამ შემდეგი პასუხი გადცა:

„ხანგოშვილის საქმეზე აქ რომ რაღაც ზღაპრებს ჰყვებით, სამართლებრივი მდგომარეობა შემდეგია: როდესაც გერმანიის სასამარტლო მიიღებს გადაწყვეტილებასამის შემდგომ იქნება საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც გერმანიის მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებები, დაელოდეთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში გასული წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიამ მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ოფიციალურად დაადანაშაულა, თუმცა თბილისს ამ მიმართულებით საკუთარი პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. თავად გერმანული მხარე რუსეთს სანქციებით ემუქრება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხანგოშვილზე თავდასხმა 2015 წელს საქართველოში განხორციელდა, თუმცა ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. თავად ხანგოშვილი მომხდარში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებდა და გამოთქვამდა ეჭვს, რომ ინფორმაცია მის სესახებ ქართული სპეცსამსახურებიდან გაიცა. მომხდარის შემდეგ ხანგოშვილმა საქართველო დატოვა და „აქცენტთან“ ინტერვიუში ქართულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებით საეჭვი მოვლენებზე ისაუბრა.

იხილეთ ასევე: დუმილის ფასი: „რუსეთში უხმაუროდ წასვლა სხვაა და სხვა, მისგან უხმაუროდ დისტანცირება“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S