შენგელიას ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო

29-06-2020 18:28:38 პოლიტიკა

ბაჩანა შეგელი სოციალუ ქსელში აქვეყნებს წერილს, რომელიც მისივე ცნობით, სანოტარო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო.

წერილის თანახმად, მინისტრის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე ბაჩანა შენგელიას მიმართ აღიძრა დისციპლინური წარმოება, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება.

ამასთან, როგორც წერილიდან ირკვევა, გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლებმა მისი, როგორც ნოტარიუს ბაჩანა შეგელიას „ფეისბუქ“–გვერდზე საჯაროდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული ინფორმაცია შეამოწმეს, საიდანაც მათი თქმით, დადგინდა, რომ ის საჯარო სოციალურ გვერდს იყენებდა პოლიტიკური შეხედულებების გამჟღავნებისა და შეფასებებისთვის.

ცნობისთვის: ბაჩანა შენგელიას 19 ივნისს სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. მან პროკურატურას მიმართა, საქმით დაინტერესდეს.

საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ შენგელიამ ნეიტრალურობის წესი დაარღვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები