შენგელია აღსრულებას მიმართავს: “კიდევ ერთი წარმოუდგენელი ამბავია“

03-07-2020 16:08:07 ,

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას ცნობით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის საქმიანობის აღდგენის თაობაზე, ამიტომ, რეაგირებისთვის აღსრულების ბიუროს მიმართავს.

“კიდევ ერთი წარმოუდგენელი ამბავი: უკვე მესამე დღეა, ხელისუფლების ერთი შტოს ნაწილი – იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს მეორის – სასამართლო ხელისუფლების მიერ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას ჩემთვის საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე.

არც ვიცი რა ვთქვა. ეს რომ სამართლებრივი პროცესი არ იყო, დასაწყისშივე ჩანდა, თუმცა სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნა და იძულებითი აღსრულების დაწყება თუ მომიწევდა, მართლა არ მეგონა. თუმცა უკვე მივმართე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ მოთხოვნით და შეგახსენებთ, რომ სასამრთლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 381.2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს”, – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა. განჩინება ძალაშია მანამ, სანამ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაზე ბაჩანა შენგელიას სარჩელს არსებითად არ განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნულს წინ უძღოდა შენგელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა და მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება, რასაც თავად შენგელია პოლიტიკურ დევნად აფასებს.

თავად შენგელია საზოგადოებისთვის ცნობილი დედამისის – ია კერზაიას ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გახდა

წულუკიანს პარლამენტში იბარებენ: „მინისტრმა მოიტყუა!“

იუსტიციის სამინისტრომ შენგელიას წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო

ია კერზაიას საქმე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები