Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი მოსკოვს პასუხობს: "აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს"

აშშ–ის ელჩი მოსკოვს პასუხობს: "აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს"

17/07/2020 14:03:37 საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას "ირონიულს" უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, სიმართლის თქმას და მხარს დაუჭერს საქართველოს".

"ამერიკის შეეერთებული შტატები გააგრძელებს ხმამაღალ საუბარს, ვილაპარაკებთ სიმართლეს, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საკუთარი მოქალაქეების დაცვაში.ირონიულია, რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები, როდესაც საუბარია ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე. საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფორმატი აღდგეს ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა დაბრკოლება მოდის სწორედ რუსეთისგან. საქართველოს ცდილობს, ყველა საშუალებას მიმართოს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და უპასუხოს არსებულ ინციდენტებსა და გამოწვევებს”, - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო უწყება აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ მოწოდებას, შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლოს, ტრადიციული ბრალდებებით ეხმიანება, საქართველოს მისამართით კი არაკორექტულ ფორმულირებას იყენებს.

იხილეთ ასევე: „იციან, რომ უპრინციპო ხარ!“ – ამჯერად რას ცდილობს რუსეთი?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S