Accentnews.ge
სოხუმში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის გამო დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის გადადგომას ითხოვენ

სოხუმში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის გამო დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის გადადგომას ითხოვენ

25/08/2020 10:42:38 კონფლიქტები

აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ მოითხოვს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. თანაშემწემ ლაშა საკანიამ თანამდებობდა დატოვოს. აღნიშნულის მიზეზად კი ოკუპირებულ რეგიონში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის ვიზიტს ასახელებს.

"ვერც ერთ საშინელ სიზმარში ვერ ვნახავდი იმას, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 12 წლის განმავლობაში ამ დონის სახელმწიფო მოღვაწე აფხაზეთში არ ყოფილა. ქვეყანა დაღლილია და აქციების მოწყობას არავინ აპირებს, მაგრამ ლაშა ლაკანიას თანადებობა უნდა დატოვოს“, – განაცხადა გალის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარიამ შეხვედრაზე, სადაც "სახალხო კრების დეპუტატები" მიიწვიეს.

ცნობისთვის: "პატრიოტთა ალიანსის" წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, პარტია «აფხაზეთის სახალხო ფრონტის» ხელმძღვანელი ლაშა საკანია ქართულ მხარესთან ყოველგვარ მოლაპარაკებებს უარყოფს. «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» წარმომადგენლებთან შეხვედრას კი, რომელსაც სულ ორიოდ დღის წინ ასევე უარყოფდა, ახლა «წმინდად ჰუმანიტარულ აქციას» უწოდებს.

მოსკოვიდან დაბრუნებული საკანიას ახალი კომენტარი 24 აგვისტოს აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. მასში, კერძოდ, ნათქვამია:

«მინდა, სიცხადე შევიტანო იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება აფხაზურ საზოგადოებასა და სოცქსელებში და რომელთან დაკავშირებითაც ახსენებენ ჩემს სახელს. აგვისტოს დასაწყისში მომმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და მთხოვეს, დახმარება გამეწია საქართველოდან ღვთისმშობლის ხატის ილორის მონასტრისთვის ძღვენის სახით გადაცემაში იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დავით თარხან-მოურავმა მიმართათ. შესაბამისად, რუსმა მეგობრებმა მთხოვეს, მომეხდინა აფხაზეთში ჩამოსვლის და ხატის გადაცემის ორგანიზება, რაც გაკეთდა კიდეც. ამით ჩვენი მისია ამოიწურა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე, არც ჩემს თანაგუნდელ ალექსანდრე აგრბას, რომელიც ჩემი თხოვნით წამომყვა, არავისთან არანაირი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია- ეს წმინდად ჰუმანიტარული აქცია იყო, რომლის შესახებაც რუსმა მეგობრებმა ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე მთხოვეს. ხალხმა ხატი ჩამოიტანა, მონასტერს გადასვა და ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან არავის უცდია ამის გასაიდუმლოება და მით უფრო ამის პოლიტიკად ქცევა. როგორც მორწმუნეები, გულწრფელად ვთვლით, რომ ხატის გადაცემა კეთილი და ღვთისნიერი საქმეა. გალის რაიონის ხელმძღვანელობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საქმის კურსში სწორედ იმიტომ არ ჩავაყენე, რომ ამ ჰუმანიტარულ ღონისძიებას პოლიტიკური სტატუსი არ მისცემოდა».

24 აგვისტოს გამართულ პრეს–კონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიასთან ერთად.

"დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა.

მოგვიანებით მან თავის "ფეიბუკში" პირად გვერდზე ილორის ტაძარში გადარებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

იხილეთ ასევე: "დოსიეს" გამოძიება: „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლისგან 8 მილიონს ითხოვს“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S