
საქართველო–სომხეთის საზღვარზე დაძაბულობა იყო
29/09/2020 05:56:55 რეგიონები
გვიან ღამით საქართველო–სომხეთის საზღვარზე დაძაბულობა იყო. ადგილობრივები სომხეთში ტვირთის გაგზავნას ცდილობდნენ. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება, დაახლოებით, ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციამ საზღვართან ჩაკეტილი გზა გახსნა და სურსათით დატვირთული მანქანების სომხეთში გადასვლის ნება დართო.
"ოთხი ტრაილერი გვყავდა საბურავებით დატვირთული და უკან გააბრუნეს, ხვალიდან დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომ სურსათის მსგავსად მათი გატანის უფლება მოგვცენ", – აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილობრივებთან ერთად სამართალდამცავებთან მოლაპარაკებებს დილისკის ეკლესიის მღვდელი ტერ ტიგრან მხითარიანი აწარმოებდა. მისი თქმით, ვინაიდან მათ სომხეთის ტერიტორიაზე სურსათის გადატანის უფლება მისცეს, ადგილობრივები ჰუმანიტარულ ტვირთს კვლავ შეაგროვებენ.
მედიასაშუალება წერს, რომ 28 სექტემბერს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ სურსათს, ტანსაცმელს, მედიკამენტებს და საბურავებს. სომხეთის დასახმარებლად ახალგაზრდები მოხალისეთა სიაშიც ჩაეწერნენ.
ყარაბარში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, მახრეები იუწყებიან, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. არსებობს ცნობები სულ მცირე, 60 ადამიანის დაღუპვის შესახებ.
იხილეთ ასევე: რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში