Accentnews.ge
ოპოზიცია და მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ

ოპოზიცია და მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ

31/10/2020 17:22:31 პოლიტიკა

ხმის მიცემის შეწყვეტის შემდეგ ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. რიგი ოპოზიციური ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. როგორც განიმარტა, წინასწარი შედეგებით, ოპოზიცია ჯამურად მოპოვებული ხმებით ამარცხებს „ქართულ ოცნებას“.

მათი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა თითოეული ხმის დაცვაა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი სათაო ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ასევე წინასწარი შედეგებით, ფაქტობრივად, ყვლა ოლქში „ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 150–მანდატიან პარლამენტში მინიმუმ, 100 მანდატის მოპოვება დააანონსა და ვერც კოალიციის შექმნის აუცილებლობას ხედავს.

ცნობისთვის: ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა.საქართველოს მოქალაქეებმა მეათე მოწვევის პარლამენტი აირჩიეს – 120 პროპორციული საარჩევნო წესით, 30–მაჟორიტარულით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხოლო ოთხი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები ერმანეთისგან განსხვავებულ სურათს იძლევიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S